ლიეტუვაში კორუფციისთვის 8 უმაღლესი რანგის მოსამართლე დააკავეს

ლიეტუვაში კორუფციისთვის 8 უმაღლესი რანგის მოსამართლე დააკავეს

ლიეტუვაში კორუფციის ბრალდებით 26 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორისაც 8 უმაღლესი რანგის მოსამართლეა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გენერალური პროკურორის განცხადებით, შესაძლოა გადაიხედოს ამ 8 მოსამართლის მიერ განხილულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებიც. მოსამართლეები მსახურობდნენ მაღალი რანგის სასამართლოებში, მათ შორის უზენაესშიც. პროკურორის თქმით, დაკავებულებს შორის 5 ადვოკატიც არის.

გენერალური პროკურორის განცხადებით, ეს იყო გარკვეული სისტემა, რომლითაც სასამართლოებში მოსყიდვის ფაქტები ხდებოდა. საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, საუბარია 1000 ევროდან 100 000 ევრომდე ოდენობის ქრთამის შეთხვევებზე.

"ევრობარომეტრის" 2017 წლის კვლევის მიხედვით, ლიეტუველთა 97% ფიქრობს, რომ ქვეყანაში კორუფცია ფართოდ არის გავრცელებული.