ხაზარაძეს უკან არ დაუხევია, მან თავისი და ბანკის პრობლემები ერთმანეთისგან გამიჯნა, რაც სწორი გადაწყვეტილებაა

ხაზარაძეს უკან არ დაუხევია, მან თავისი და ბანკის პრობლემები ერთმანეთისგან გამიჯნა, რაც სწორი გადაწყვეტილებაა

მამუკა ხაზარაძეს უკან არ დაუხევია, უბრალოდ მან თავისი  პრობლემები და ბანკის პრობლემები ერთმანეთისგან გამიჯნა, რაც აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი "2020NEWS"-თან საუბარში ხაზარაძის დღეს გაკეთებულ განცხადებას. 

"მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება ადამიანურად აბსოლუტურად გასაგებია. მოგეხსენებათ, საბანკო სისტემა არის ძალიან სენსიტიური, ამ ტიპის რისკებთან დაკავშირებით. შესაბამისად, თუ მისი პირადი პრობლემები და ბანკის პრობლემები არ გაიმიჯნა ერთმანეთისგან, შეიძლება ბაკმა მიიღოს გამოუსწორებელი ზიანი, ბევრი მიზეზის გამო. აქედან გამომდინარე,  ადამიანურად, მისი გადაწყვეტილება აბსოლუტურად გასაგებია და მესმის, მაგრამ კითხვები ამით კი არ შემცირდა, პირიქით კიდევ უფრო გაიზარდა. ფაქტობრივად, ქართული საზოგადოების წინაშე დადგა ძალიან მძიმე კითხვა - სად მივდივართ,  საით მიექანება ეს ქვეყანა და რა ტექნოლოგიებით აპირებს ვიღაცა პროცესების მართვას. ეს კითხვა ძალიან მძიმე ფორმებს იღებს ნელნელა. ასეთია რეალობა“, - აცხადებს ხუხაშვილი.

ხუხაშვილი ფიქრობს რომ იმის გასარკვევად, საით მიექანება ეს ქვეყანა, ყველამ ერთად უნდა ვიმსჯელოთ.

"მისი განცხადება არის აბსოლუტურად კორექტური და ამდამიანურად მისაღები. მისი პოზიცია გასაგებია, მაგრამ ჩვენ რას ვფიქრობთ, ეს არის საკითხავი. ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ და დავსვათ დიაგნოზი. ყოველ შემთხვევაში, ეს პროცესები კარგი ნამდვილად არ არის და არა მხოლოდ ამ მიმართულებით. მამუკა ხაზარაძისთვის იმ ბანკიდან წასვლა,  რომელსაც 27 წლის განმავლობაში აშენებდა, ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ ეს მკაცრია რეალობა“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

"მე არ ჩამითვლია ხაზარაძის განცხადება უკან დახევად. ჩვენ ყველა ვართ კონკრეტული პერსონები ჩვენი რაღაც კონკრეტული ინტერესებით, მაგრამ არსებობს უფრო მაღალი ინტერესი, რაც არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენ პირადს. ასეთი ინტერესი ამ შემთხვევაში არის "თიბისი ბანკის“ სტაბილურობა, რომელიც მიბმულია სახელმწიფო ფინანსურ სტაბილურობაზე. აქედან გამომდინარე, მე ვერ დავინახე, რომ დანებდა, მისი წერილი მე ასე არ წამიკითხავს. უბრალოდ მან თავისი  პრობლემები და ბანკის პრორობლემები ერთმანეთისგან გამიჯნა, რაც ჩემი აზრით აბსოლუტურად სწორი ნაბიჯია“, - აცხადებს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ "თიბისი ბანკიდან“ მიდის და მთელ თავის ენერგიას, თუ დასცალდა, ანაკლიის პორტის მშენებლობას მოახმარს.

tngh ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად იცის ღრმად პატივცემულმა ექსპერტმა ბ-მა გია ხუხაშვილმა. თვით ბ-მა მამუკა ხაზარაძემ და ბანკმაც კი არ იციან თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება ისე კარგად, როგორც ბ-მა გია ხუხაშვილმა...
6 წლის უკან
გრიგორი თუ ანაკლიის პორტიდან ხაზარაძის ჩამოშორება იყო მიზანი, მაშინ ვერ მიღწევიათ მიზნისათვის. არა მგონია ბანკის ხელმძღვანელობიდან ჩამოშორებით ხაზარაძემ ბევრი დაკარგოს. მის წილს ბანკში ვერავინ ჩამოართმევს და შესაბამისად ბანკიდან მიღებულ მოგებასაც. რაც შეეხება ანაკლიის პორტს - ის კვლავ რჩება პროექტში და თუ ხაზარაძეზე შეტევის მიზანი პორტის ხელში ჩაგდება, ან მშენებლობის შეჩერება იყო, მიზანი მიღწეველი დარჩა შეტევის განმახორციელებელს. ვნახოთ სიტუაცია როგორ განვითარდება ! შეწყდება საქმე პროკურატურაში, თუ არა ! ან ეროვნული ბანკი რას მოიმოქმედებს შემდგომში . ვნახოთ მეორე "სერია" !
6 წლის უკან