რამდენიმე ატეხილი ცდილობდა საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ ჩვენმა შვილებმა პატარა ასაკიდანვე უნდა ისწავლონ სექსოლოგია

რამდენიმე ატეხილი ცდილობდა საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ ჩვენმა შვილებმა პატარა ასაკიდანვე უნდა ისწავლონ სექსოლოგია

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პალესტინაში აბრაამის მუხა წაიქცა, რაც ლეგენდის თანახმად, მსოფლიოს აღსასრულის ერთ-ერთი ნიშანია. თუმცა, მორწმუნეები იმედით უყურებენ ხის ახალ ამონაყარას, რომელიც არ დაზიანებულა და სჯერათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ლეგენდების და ხეების რა მოგახსენოთ, მაგრამ, გუშინ ერთ ტელეარხზე( მიხვედრა არ გაგიჭირდებათ) ნამდვილად იყო სამყაროს აღსასრულის მოახლოების ნიშნები, უკაცრავად კი ვარ მაგრამ, რამდენიმე ატეხილი ცდილობდა საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ ჩვენმა შვილებმა პატარა ასაკიდანვე უნდა ისწავლონ სექსოლოგია და ორგანოების დეეეეეტალური აღწერილობა და “ამბები” თორემ გაუნათლებელი და ჩამორჩენილი თაობა გვეყალებაო, აბააა. სად და რა ისწავლეთ ასეთი. თქვე უბედურებოოოო, საკუთარ სივრცეში საკუთარი შვილები გაანათლეთ, გნებავთ საკუთარი ორგანოები აჩვენეთ საილუსტრაციოდ, ჩვენს შვილებზე ჩვენ და იმედია, ქვეყანა იზრუნებს…მეც იმედით ვუყურებ “ამონაყარს” და ამ რწმენას არ წაგაშლევინებთ!!!

ქვეყანას ყავდა პრეზიდენტი, რომლის პირად ცხოვრებაზე ლეგენდები დადიოდა, მერე მოვიდა პრეზიდენტი, რომელიც მდიდარი სექსუალური ცხოვრებით “გვეტრაბახებოდა”, ქვეყანას ყავდა განათლების მინისტრი, ქართული ზღაპრის გმირებს დასდევდა და ამუნათებდა, იმედია, ახლა მაინც გვეყოლება ამ ქვეყნის შესაფერისი ხელისუფლება, რომელიც განათლების სწორ პოლიტიკას შესთავაზებს მომავალ თაობას, თორემ წაიქცა აბრაამის მუხა და ეგააა!!! – წერს ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე.