“ჭეშმარიტი ბიძინისტების რაოდენობა დღითი დღე მცირდება,ამავე დროს არც ნაცმოს მომხრეების რაოდენობა მატულობს.ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება…”

“ჭეშმარიტი ბიძინისტების რაოდენობა დღითი დღე მცირდება,ამავე დროს არც ნაცმოს მომხრეების რაოდენობა მატულობს.ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება…”

საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მამუკა გამყრელიძე  სოციალურ ქსელში წერს:

ჩემი დაკვირვებით, ქოცების (ანუ ჭეშმარიტი ბიძინისტების) რაოდენობა დღითი დღე მცირდება. ხდება მათი ტრანსფორმირება და გადანაწილება სამ ჯგუფში:

  1. აგრესიული ანტინაცები (ნაცმო უნდა გასამართლდეს);
  2. მონანიე ქოცები (ისევ მიშა ჯობდა);
  3. ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი – ნეიტრალური ანტინაცები (ვინც გინდა ის იყოს ოღონდ ქოცები და ნაცები არა).

ამავე დროს არც ნაცმოს მომხრეების რაოდენობა მატულობს (ეს უკვე NDI-ის კვლევების მონაცემებით).

გამოდის, რომ შუაწელი, რომლის გაკრეფვასაც ასე ლამობდა ივანიშვილი, რომ პოლიტიკურ ველზე მხოლოდ ორი პოლუსი დაეტოვებინა და ამომრჩევლის რადიკალიზაციით ეხეირა, საკმაოდ მდგრადი გამოდგა და ახლა არანაკლებ როლს თამაშობს ვიდრე ის ორი პოლუსი.

ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება მალე ჯანსაღი პოლიტიკური პროცესიც მივიღოთ. ოღონდაც ჯერ არაფორმალური მმართველია ჩამოსაშორებელი.