“სულ ვაქებდი,რა მაგარი გადაცემები გაქვს,ჯაკოთქო. რა ნიჭიერი ხართქო..ბოლო გადაცემაზე მივწერე ….”

“სულ ვაქებდი,რა მაგარი გადაცემები გაქვს,ჯაკოთქო. რა ნიჭიერი ხართქო..ბოლო გადაცემაზე მივწერე ….”

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს:

სულ ვაქებდი,რა მაგარი გადაცემები გაქვს,ჯაკოთქო. როგორ იზრდები,რა ნიჭიერი ხართქო…ის სულ მეტს ითხოვდა საკუთარი თავისგან, ერთ-ერთ ბოლო გადაცემაზე მივწერე, ძალიან მომეწონა გადაცემათქო ,მისი პასუხი იყო- უფრო მეტი მინდაო,უფრო მეტი უნდა ვიმუშავოო, რომ დასცლოდა,დარწმუნებული ვარ,,წარმოუდგენელ წარმატებებს მიაღწევდა ჟურნალისტიკაში. ვახო სანაიამ თქვა ეთერში , ჯაკო უნდა იყოს მაგალითი, როგორ უნდა შექმნა საკუთარი თავი შენივე ხელითო,სრულიად ვეთანხმები,დღეს დიდი თათბირი გვაქვს ტელევიზიაში და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ისევ ჯაკოზე ვილაპარაკებთ ბევრს,პირველად ვიკრიბებით ამ ქვეყნიდან მისი წასვლის შემდეგ, აქამდე ამ შეკრებისთვის ძალა ვერ ვიპოვეთ