"გეი-მარში ვეღარ ჩატარდება... ლიბერასტებო, ახლა ადით ფუნიკულიორზე და გამოექანეთ"

"ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ 15-30 ივნისს "გეი-მარში" ვეღარ ჩატარდება.

მისივე თქმით, ამ პერიოდში "ქართულ მარშს" ექნება აღნიშნული ტერიტორია დაკავებული.

"გეი-მარში ვეღარ ჩატარდება!!! ქართულმა მარშმა მერიაში შეიტანა განაცხადი-15-30 ივნისს რუსთაველის გამზირი ქართულ მარშს ექნება დაკავებული !!! თუ დაარღვევენ კანონს და წამოვლენ გეი-აღლუმით, მაშინ ჩვენ იქ დავხვდებით და არ მივცემთ კანონის დარღვევის საშუალებას !!! ლიბერასტებო-ახლა ადით ფუნიკულიორზე და გამოექანეთ !!"- წერს სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში.