ეს ოჯახი რომ ვინმეს ნარკომანობაზე ილაპარაკებს, თავი უნდა მოვიკლა

ეს ოჯახი რომ ვინმეს ნარკომანობაზე ილაპარაკებს, თავი უნდა მოვიკლა

„ქრონიკა +“ ის რედაქტორი ელისო კილაძე ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილს უპირისპირდება.

კილაძე სოციალურ ქსელში მარგველაშვილის ქალიშვილთან დაპირისპირების დეტალებზე წერს.

"ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილმა ანამ ნინო ჯღარკავას გაასწრო-იმის გამო, რომ მამამისი მამა გიორგის შეწყალებაზე უარის გამო გავაკრიტიკე, ჯერ ნაცი მეძახა და მერე შვილს უმკურნალე ნარკოლოგიურშიო, მირჩია!

ეს ოჯახი რომ ვინმეს ნარკომანობაზე ილაპარაკებს, თავი უნდა მოვიკლა.

ერთი მე დამიჭირეს ბარიგობაზე შევარდნაძის დაცვის წევრთან ერთად დიდუბეში და მეორე მაკა ჩიჩუა! ქმარზე და მათ სამეგობროზე აღარაფერს ვწერ.

ოჯახის წევრებს შეეხო და პასუხიც მიიღო!

არავისთვის დათოს ხსენების გატარებას აღარ ვაპირებ“, - წერს ელისო კილაძე.