ოჯახს არ შეეხოთ, თქვე ფარჩაკებო

ოჯახს არ შეეხოთ, თქვე ფარჩაკებო

 “სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას საცხოვრებელ სახლში სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი. აღნიშნულის შესახებ თავად კუპრავა სოციალურ ქსელში წერს.

“ათეულობით პოლიციელი შევარდა ჩემთან სახლში, თითქოსდა თურმე ეძებდნენ რაღაც ნივთს, იღებდნენ რამოდენიმე კამერით და იქცეოდნენ ძალიან უხეშად. ჩემთან სახლში ცხოვრობს ჩემი 3 მცირეწლოვანი შვილი... ოჯახს არ შეეხოთ, თქვე ფარჩაკებო! იცით სადაც ვარ და მოდით აქ! სახლს და ჩემი ოჯახის წევრებს ახლოს არ გაეკაროთ! გადაგაყოლებთ ამ საქმეს!”, - წერს კუპრავა.

შეგახსენებთ, დღეს ზვიად კუპრავა საბურთალო პოლიციის განყოფილებაში იყო დაბარებული. გამოძიება მას ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ცემის ფაქტს ედავება, რასაც თავად კუპრავა კატეგორიულად უარყოფს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით  კუპრავა საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობას არ აპირებს, მისი განცხადებით იგი“პოლიტიკურ დაკითხვაში” მონაწილეობას არ მიიღებს. კუპრავას აღნიშნულ საქმეში სახაზინო ადვოკატი დაიცავს.

dima ამ ზონდერის თანამდებობა არ მოგწონთ,რომ მოვუტყან ცოცხლ-მკვდარი ამ ნაბიჭვარს!
5 წლის უკან