მაია ცქიტიშვილი: უცხოურ კომპანიებთან სატენდერო  მოთხოვნებში  ჩადებულია ჩვენი  მოთხავნა, არკვალიფიცირებული  მუშა  ძალა  70-80 პროცენტი  საქართველოს მოქალაქე დაასაქმონ

მაია ცქიტიშვილი: უცხოურ კომპანიებთან სატენდერო  მოთხოვნებში  ჩადებულია ჩვენი  მოთხავნა, არკვალიფიცირებული  მუშა  ძალა  70-80 პროცენტი  საქართველოს მოქალაქე დაასაქმონ

მთლიანობაში  ვერ  ვიტყვით  რომ  ტენდერებში მხოლოდ  უცხოური  კომპანიები  იმარჯვებენ.  როდესაც  ჩვენ  ვსაუბრობთ  მხოლოდ რეგფონდზე  ან  მუნიციპალიტეტების  მიერ  განხორციელებულ  პროექტებზე-იქ  პრატიკულად  100  პროცენტი  ქართული  კომპანიებია,  რომლებიც ადგილობრივი  კომპანიები  არიან  უფრო  ხშირ  შემთხვევაში.

რაც  შეეხება  მსხვილი  ინფრასტრუქტურულ  კომპანიებს, ამ  შემთხვეავში დიდ  პროექტებში  გყავს  გამარჯვებული  უცხოური  კომპანიები. ჩვენი  სტატისტიკით  სულ  238  კონტარქტორი  გვყავდა.  მე  ვგულისხმობ  უშუალოდ  სამინისტროს  გამგეობაში  არსებულ  პროექტებს  და  რეგიონალური ფონდის  პროექტებს.   ამ  238  კომპანიიდან  225  ქართული კონტრაქტორი  იყო. ეს  არის  დაახლოებით  95  პროცენტი.    დიდ  პროექტებში  მხოლოდ  13 უცხოერი  კონტარქტორი  გვყავდა   და  აქედან  3  ჩინური  კომპანია იყო.   ანუ  კონტარქტების 60  პროცენტზეი მეტი, რაც  დაკავშირებულია  ამ  პროექტების  სპეციფიკასთან.   მე  ვგულისხმობ  2018  წლის  მონაცემებს.  აქედან,  რიკოთის  ორ  მონაკვეთზე  ორივე  შემთხვევაში  ცალ-ცალკე ტენდერი  გამოცხადდა  და  ორივეგან  სხვა და სხვა  ჩინურმა  კომპანიამ გაიმარჯვა. რატომ  იმარჯვებენ  უცხოური  კომოანიები?  ასეთ  შემთხვევაში  ჩვენ  ვხელმძღვაენელობთ და ვმოქმედებთ   საერთაშორისო  საფინასო  ინსტიტუტების დაფინასებით  და  ვხელმღავნელობთ მათივე  ზედამხედელობით,  მათივე  წესებით,  რომელიც  განსაზღვრავს  კომპამიებისადმი  მოთხოვნებს.  სწორედ  რისკების  შეფასების  ნაწილში  პროექტის  ოდენობისა  და  ტენიკური  სირთულიდან  გამომდინარე  არის  მოთხოვნილი  კონკრეტული მოცულობები,  ბრუნვები,   ისტორია. კომპანიას   უნდა გააჩნდეს  დიდი ბრუნვა, უნდა  გააჩნდეს  ასეთი  დიდი  პროექტების  მართვის  გამოცდილებაც. სწორედ  მისთვის  რომ  ჩვენ ექპერიმენტები  არ  ვატაროთ  და და  არ  მივიღოთ  ის  ვითარება,  როდესაც  ქართული  კომპანია  მოიგებს  ტენდერს,  მაგრამ მერე  გაჩერდება რადგან  სამუშაოებს  ვერ  შეასრულებს.  ამიტომ  ამ  მოთხოვნილებს,  სამწუხაროდ  უმეტესწილად  ქართული  კომპანიები  ვერ  აკამყოფილებენ.

როდესაც  უცხორ  კომპანიებზე  ვსაუბრობთ  და  განსაკუთრებით  საგზაო  სფეროში,  ძირითადი  ნაწილი  ამ სამუშაოების  მაინც  მოითხოვს  ნაკლებად  კვალიფიციურებული  სამუშაო  ძალის  გამოყენებას,  რომელიც  უმეტესწილად  მაინც  არის  ადგილობრივი  მოსახლეობა.  ამ  კონტარქტებში  და  სატენდერო  მოთხოვნებში  ჩადებულია ჩვენი  მოთხავნა  რომ უცხოურმა კომპანიებმა არკვალიცირებული  მუშა  ძალა  70-80 პროცენტი  დაასაქმოს  საქრთველოს  მოქალაქეები,  რაც  სრულდება  კიდეც.

რაც  შეხება ქართულ  კომპანიებს:  მაგალითად,  როდესაც  ჩვენ  ქუთაისის  შემოვლით  გზაზე, გვინდოდა  ქართული  კომპანიებისთვის  მიგვეცა  მეტი  შანსი  და  მეტი  შესაძლებლობა რომ  დიდ  პროექტებში  მიეღოთ  მონაწილეობა.  ქუთასის  შემოვლითი  გზის  დაფინანსება  მოხდა  ბიუჯეტის  სახსრებით.  აქედან  გამომდინარე  ჩვენ  გვქონდა  მეტი  მოქნილობა  და  იძულებულები არ  ვიყავით  საერთაშორისო  საფინასო  ინსტიტუტების   წესების  შესაბამისად  გვემოქმედა. ამიტომ  50  კილომეტრიანი  მომაკვეთი  დავყავით  4  ლოტად.  4-ვე   ლოტზე  გამოვაცხადეთ  ტენდერი   და  ამან  შესაძლებლობა  მისცა  ქართულ  კომპანიებს  ამ  ტენდერებში  მიეღოთ  მონაწილეობა. 4-დან  3  ლოტოში  გამარჯვებული  გვყავს  ქართული  კომპანია,  ხოლო  ერთ  ლოტში   აზერბაიჯანული  კომპანია. ამდენად  ქართული  კომპნიების  ჩართულობა  ამ  პროცესში  და ქართული  კომპანიების  მხრიდან  მეტი  და  მეტი  სამუშაოს  შესრულება,  მათ  საშუალებას მისცემს  დაიგროვენ  მეტი  გამოცდილება,  მეტი  ისტორია,  მეტი  პორფოლიო და  შემდეგ  ეტაპობრივად  მიიღომ  მონაწილეობა  იმ  დიდ  პროექტებში,  რომლებსაც  ჩვენ  წლების  განმავლობაში  განვახორციელებთ.