აუცილებლად ვუჩივლებ, ვინც ეს ქურდობა დამაბრალა

აუცილებლად ვუჩივლებ, ვინც ეს ქურდობა დამაბრალა

ყოფილი პარლამენტარი სოსო ჯაჭვლიანი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა მან მკლავჭიდელთა დარბაზიდან ინვენტარი მოიპარა.

როგორც „კვირას“ სოსო ჯაჭვლიანმა განუცხადა, იგი მკლავჭიდელთა ფედერაციაში 5 თვეა არ ყოფილა.

„5 თვეა ფედერაციაში არ ვყოფილვარ. ეგ ზღაპრები მოუყვნენ იმას, ვინც დაიჯერებს. აუცილებლად ვუჩივლებ, ვინც ეს ქურდობა დამაბრალა“, – განუცხადა „კვირას“ სოსო ჯაჭვლიანმა.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე მკლავჭიდელთა დარბაზი გაქურდეს. წაღებულია ელექტროტექნიკა და ყველა ინვენტარი, რომლითაც სპორტსმენები ვარჯიშობენ.

ფედერაციის პრეზიდენტი ერეკლე გურჩიანი ამბობს, რომ სავარჯიშო დარბაზიდან ნივთები სოსო ჯაჭვლიანმა წაიღო და ეს სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.