ეკა ბესელია  ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

ეკა ბესელია  ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

"კურიერის" ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ეკა ბესელია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შუშის სასახლეში შეხვდა.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მოლაპარაკება, პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის და საგანგებო განცხადების შემდეგ დაიგეგმა.

შეგახსენებთ, პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ბესელიას ინიციატივას მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ მხარს არ დაუჭერდა. თავად ბესელიამ კი კობახიძის მიერ დასახელებულ არგუმენტებს არასწორი ინფორმაცია უწოდა.