პირველი ბრიფინგი მედიაცენტრში(VIDEO)

პირველი ბრიფინგი მედიაცენტრში(VIDEO)

საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ მედიაცენტრი მუშაობას დილის 09.00 საათიდან შეუდგა. მაია ფანჯიკიძემ პირველი ბრიფინგი გამართა. მან მოსახლეობას მიმართა და კიდევ ერთხელ შეახსენა ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის მოუწოდა ყურადღებით მიადევნონ თვალი კენჭისყრის ყველა სჭირო პროცედურას. შეახსენა მხარდამჭერებს, რომ საარჩევნო უბნებზე სააგიტაციო მასალის გამოყენება იკრძალება, შესაბამისად მოუწოდა მათ არ მივიდნენ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სიმბოლიკიანი მაისურით. მაია ფანჯიკიძის განცხადებით საარჩევნო უბნებში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენელები „ჩვენი მხრიდან ყველა პირობაა შექმნილი, რომ არჩევნები არ გაყალბდეს. ჩვენს ინტერესშია არჩვენების ნორმალურ ვითარებაში ჩატარება“ - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.