საუდის არაბეთში მოთოვა. თოვლი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში მოვიდა. ჯაბალ-ელ-ლაუზის მთიან ნაწილში ჯერ ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაეცა, შემდეგ კი ნამქერი წამოვიდა.
Arabnews-ის ინფორმაციით, ადგილობრივებისთვის იშვიათი მოვლენა მოსახლეობამ გადაიღო და სოციალურ ქსელებში გაავრცელა.
ზამთრის მოულოდნელი დადგომით გამხიარულებულმა არაბებმა თოვლისგან აქლემები გააკეთეს.