2023 წლისთვის უკრაინა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას გეგმავს

2023 წლისთვის უკრაინა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო შესწორებას მოაწერა ხელი. პეტრო პოროშენკოს ხელმოწერილ დოკუმენტში უკრაინის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზეა საუბარი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პოროშენკომ აღნიშნა, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება სტრატეგიულ მისიაა. მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი უკრაინამ 2023 წლისთვის უნდა შეიტანოს, ასევე უნდა მიიღოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმაც.

ამ საკითხებზე საუბრისას, პოროშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივე ბლოკში მისაღებად ქვეყანამ მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გაატაროს. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პარლამენტში საკონსტიტუციო შესწორებაზე ხელმოწერას დაესწრო ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტიც.

დონალდ ტუსკმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვა უკრაინულად წარმოთქვა და აღნიშნა, რომ ევროპელად წოდების უფლება მხოლოდ მას აქვს ვინც უკრაინას სოლიდარობას უცხადებს.