ინციდენტი გურჯაანში(VIDEO)

ინციდენტი გურჯაანში(VIDEO)

ინციდენტი გურჯაანში. გვიან ღამით „ქართული ოცნების" ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ადვოკატებს, ინგა ბერიკაშვილსა და შოთა ჯოხაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა გურჯაანის სოფელ ახალშენში მოხდა. ადვოკატების განცხადებით, ისინი სოფელში კოალიციის კოორდინატორებსთვის სამკერდე ნიშნების მისაცემად ჩავიდნენ. ამ დროს რამდენიმე ავტომანქანამ, მათ შორის პიკაპის ტიპის კრიმინალისტიკური სამსახურის მანქანამ გზა გადაუკეტა და 40 ადამიანმა მათ ხელკეტებითა და ქვებით ცემა დაუწყო. სხეულზე დაჟეჟლობები აღენიშნება შოთა ჯოხაძეს. ადვკატები დაღუპული ბავშვის ოჯახის დამცველები არიან.