ვისთან ჰქონდა კონფლიქტი მოკლულს და ვინ არის დაჭრილი - სისხლიანი გარჩევები ვერცხლის ქუჩაზე

ვისთან ჰქონდა კონფლიქტი მოკლულს და ვინ არის დაჭრილი - სისხლიანი გარჩევები ვერცხლის ქუჩაზე

თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, მოკლულ ზვიად ჯაფარიძეს კონფლიქტი ჰქონდა ბესიკ ბიძინაშვილთან, რომელიც მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე, დიუმას ქუჩაზე მძიმედ დაჭრეს. მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

არაოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობას წინ ე.წ. გარჩევა უძღოდა წინ, როდესაც სწორედ ივანიშვილი დაჭრეს.

მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად შურისძიება სახელდება.

ამასთან, პოლიცია სწავლობს მკვლელობის სიახლოვეს ნაპოვნი საეჭვო ვერცხლისფერი „ფოლკსვაგენის" შესაძლო შემხებლობას. მანქანა სამართალდამცველებმა გარე კამერების ჩანაწერების გაშიფვრის დროს აღმოაჩინეს.

ვერცხლის ქუჩაზე 50 წლის ზვიად ჯაფარიძე გუშინ მოკლეს. საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.