დეპუტატი ეკა ბესელია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს. ეკა ბესელია და მისი თანაგუნდელები აპირებენ კანონპროექტი გაიტანონ სესიაზე და გაარკვიონ, ვინ უჭერს მხარს მათ ინიციატივას.
“არასწორია ინფორმაცია, რომ არ იცოდა უმრავლესობამ და არ იყო მათთვის ცნობილი ამ ინიციატივის მომზადების თაობაზე. მე ორჯერ დავაყენე საკითხი უვადო განმწესების შეჩერებას დაუჭერდნენ თუ არა მხარს. იდეას დაეთანხმა ყველა. რაც შეეხება მეორე არგუმენტს, რომ ეს შეამცირებს მოსამართლეთა რაოდენობას, არ არის სწორი.
ზუსტად იმიტომ რომ არ შედგა ასეთი კონსულტაცია ამ დრომდე, უმრავლესობის და ფრაქციის შიგნითაც არ არ მოხდა მსჯელობა, ეს იწვევს ამგვარ არასწორ ინტერპრეტაციას”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.