პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეკა ბესელიასა მიერ წარდგენილი კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.
როგორც კობახიძემ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია.
"ეს კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის მხარდასჭერას ვერ მიიღებს”- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ეკა ბესელიას მიერ ინიცირებულ კანონპროექტს რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებასთან დაკავშირებთ მხარი არ დაუჭირა.
კანონპროექტი პარლამენტის ცხრა წევრმა მოამზადა. ცვლილებების თანახმად, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს.
კანონპროექტს ხელს აწერენ ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.