საუბარია სახელმწიფო, ან საპატრიარქო გადატრიალებაზე, ანდა მორალურ-ზნეობრივ საკითხზე - ამის შესახებ მეუფე ანტონმა ,დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
"მოვისმინეთ, რომ ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს ამბავი საზოგადოებამ გაიგოს. ნეტავი მეც არ გამეგო. გვაქვს მოსმენილი განცხადება, რომ ეს ციხის კადრებზე მეტად ძნელი გადასატანი იქნება. გვაქვს მოსმენილი ბედუკაძეობა.
სასულიერო პირი იქნება თუ საერო პირის გამოსვლიდან შთაბეჭდილება მრჩება, რომ მკვლელობის მიღმა უფრო დიდი დანაშაული იმალება და მოდი იურიდიულად განვსაზღვროთ რა შეიძლება იყოს მკვლელობაზე დიდი დანაშაული: სახელმწიფო გადატრიალება, საპატრიარქო გადატრიალება თუ რა შეიძლება იყოს. თუ ის იურიდიული ხასიათის არ არის, ის შეიძლება იყოს მორალურ-ზნეობრივი ხასიათის, რომელთა გამჟღავნება შეიძლება მძიმედ აისახოს საზოგადოებაზე. მე ვვარაუდობ თქვენთან ერთად" - განაცხადა მეუფე ანტონმა გადაცემა "რეაქციაში".