ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტობისას მისი ძმის შეწყალება გადაწყვიტა, თუმცა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ აზრი შეიცვალა.
"პრეზიდენტი შესული იყო საქართველოს საპატრიარქოში. შეხვდა პირადად მის უწმინდესობას. მის უწმინდესობას უთხრა, რომ მე მზად ვარ, გიორგი მამალაძის შესაწყალებლად და თქვენ რას იტყვითო? - საიდანაც დადებითი პასუხი ვერ გამოიტანა მარგველაშვილმა და ამიტომ შეიკავა თავი. მე დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა აქ შეწყალებასთან დაკავშირებით არაფერ შუაშია, უბრალოდ მისი უწმინდესობისგან ვერ მიიღო დადებით პასუხი,"- აცხადებს თორნიკე მამალაძე.