თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ 50 წლამდე მამაკაცი ჩაცხრილეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ავტომობილიდან ესროლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან 9 ჭრილობა აქვს მიყენებული.
როგორც "პრაიმტაიმს" შსს-ში განცუხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზარხ მკვლელობას გულისხმობს. ამჟამად ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
"პრაიმტაიმი" რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილიდან პირდაპირ ჩართვას შემოგთავაზებთ.