“მთელი სოფელი დიღომი და ნაფეტვრები დაწიოკებული ჰყავდათ…კი იძახდა გახარია, რომ წავალ პოლიტიკიდან, ფერმერი ვიქნებიო”

“მთელი სოფელი დიღომი და ნაფეტვრები დაწიოკებული ჰყავდათ…კი იძახდა გახარია, რომ წავალ პოლიტიკიდან, ფერმერი ვიქნებიო”

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე საინტერესო ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას:

“ჩვენთვის ფერმერებს ხშირად უთქვამთ რომ ძროხები ეკარგებოდათ და არც მიდიოდნენ პოლიციაში. ამბობდნენ აზრი არ ააქვს, ვერ იპოვიან მაინცო. მოკლედ, გავარკვიე რომ 4 კაცი, რომელიც პირობითად იყო გათავისუფლებული, შეამხანაგდა და სისტემატურად პარავდნენ ძროხებს ფერმერებს და შემდეგ ყიდდნენ. მთელი სოფელი დიღომი და ნაფეტვრები დაწიოკებული ყავდათ თურმე. ეს ტიპები დღეს დაიჭირა შსს-მ ფაქტზე. ყველაზე კარგი ამ ამბავში ის არის, რომ პოლიცია სრული სერიოზულობით მოეკიდა ფაქტს. ერთი შეხედვით ცალობით ძროხების ქურდობა ვითომ არც ჩანს საერთო სურათში, მაგრამ ეს ჩვენ ფერმერებს მართლა უქმნის სერიოზულ პრობლემებს. ასეთი მიდგომა თუ გაგრძელდა გვეშველება მგონი.

კი იძახდა გახარია, რომ წავალ პოლიტიკიდან, ფერმერი ვიქნებიო და ასრულებს ჯერჯერობით დანაპირებს“, – წერს ზამბახიძე.

ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 5 პირი, რომელთაგან 4 დანაშაულის ჩადენის მომენტში პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებულებს ბრალი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილ ქურდობაში ედებათ. სამართალდამცველებმა ხუთივე პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ მცხეთის რაიონში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს და მიმალვას ცდილობდნენ.