"ეს ქალი მგონი ირანში გაიზარდა და არა პარიზში"

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთან გაკეთებულ განცხადებას აკრიტიკებს.

უგულავა ვარაუდობს, რომ ზურაბიშვილი ირანში გაიზარდა და არა პარიზში, რადგან არ იცის, რომ სასამართლოს მიერ მისჯილი უნდა შეიწყალონ.

„სასამართლოს მიერ მისჯილი უნდა შეიწყალოს, აბა, სხვანაირი როგორ წარმოუდგენელია?! ეს ქალი მგონი ირანში გაიზარდა და არა პარიზში

პ.ს. პრეზიდენტი - ვირის ხორცი. მეშინია ერთხელაც ლაშა ჟვანიამ წმინდა ნაწილებად საბავშვო ბაღებში არ ჩამოარიგოს“, - წერს უგულავა.

შეგახსენებთ, პარიზში ვიზიტად მყოფმა  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს ის ადამიანი, ვინც თავის თავს სასამართლო სისტემის ზემოთ დააყენებს, „მე არ მგონია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც თავის თავს აყენებს სასამართლო სისტემის ზემოთ და შეუძლია, რომ გაასწოროს ის, რაც არის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი“, - განაცხადა  ზურაბიშვილმა.