ჩუღურეთში  შვიდ მისამართზე  საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

ჩუღურეთში შვიდ მისამართზე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონის გამგეობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესის თანახმად, სხვადასხვა მისამართზე სამუშაოებს აწარმოებს. ამ ეტაპზე, სამუშაოები 7 მისამართზე მიმდინარეობს: ✅სულიაშვილის N8 ✅თოიძის N18/7 ✅ჩიტაიას N28 ✅გორკის N35 ✅კუმისის N26 ✅დონდუას N2 ✅ ნ.ჩხეიძის N6 სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანიები ასრულებენ. პროექტის ჯამური ღირებულება 600 000 ლარს შეადგენს.