ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა მოეშვან თვალთმაქცობას, რომ ბიზნესის ბედი ანაღვლებთ

ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა მოეშვან თვალთმაქცობას, რომ ბიზნესის ბედი ანაღვლებთ

ოპოზიციის წარმომადგენლები, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, უნდა მოეშვან თვალთმაქცობას და საზოგადოების დარწმუნებას, რომ მართლაც ბიზნესის ბედი ანაღვლებთ, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის ნაწილის მიერ “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.

“პარლამენტი ამ საქმეს ყურადღებით ადევნებს თვალს. ამ მომენტში მეტი ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს საგამოძიებო სტრუქტურებმაც, მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას “თიბისი” ბანკის დამფუძნებლებმაც. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, მივიღოთ ეს ინფორმაცია და შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები. ბანკს და ბიზნესს სახელმწიფოსგან აქვს მხარდაჭერა. კერძო ბიზნესის დაცვა ეს არის „ქართული ოცნების“ ღირებულება, რომლითაც ჩვენ ხელისუფლების პერიოდში ვსაქმიანობთ,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.