„დღეს ჩემთვის გაუგებარია, როდესაც სააკაშვილი აკრიტიკებს ხაზარაძეს, ისინი ერთი გუნდი იყვნენ და სინქრონში მოქმედებდნენ" - აცხადება პრაილ-ტაიმისთვის მიცემულ ინტერვიუში ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე.
„ელიტ ელექტრონიქსის" დამფუძნებლის თქმით, ამის უტყუარი მტკიცებულებები გააჩნია.
„ამის უტყუარი მტკიცებულებები გაგვაჩნია. ამას არც უარყოფდნენ იმ დროს. მე კონკრეტულად მთავაზობდა ვახტანგ ბუცხრიკიძე და ბადრი ჯაფარიძე, რომ თუკი მე 9 მილიონ დოლარად მათ დავუთმობდი 51 პროცენტიან წილს „ელიტ ელექტრონიქსში", მოაგვარებდნენ ხელისუფლებათან ყველა პრობლემას, მათ შორის, ადეიშვილთან. ადეიშვილი შენ არ გენდობა. შემდგომში, მართლაც ისე გამოიკვეთა, სინქრონში ხდებოდა ყველა პროცესი, ანუ, ხელისუფლებისა და „თი ბი სი" ბანკის მოქმედებები ჩვენთან მიმართებაში იყო სინქრონში. ამავდროულად, ბევრი შემთხვევებია, თუნდაც, თუ ავიღებთ „კონსტანტა ბანკის" შემთხვევას. ჯერ დააპატიმრეს დამფუძნებელი, მერე ღამის 2 საათზე გამოიყვანეს საპატიმროდან, მარჯანიშვილის ქუჩაზე თიბისი ბანკის ცენტრალურ ოფისში მიიყვანეს, ღამის 2 საათზე მოაწერინეს ხელი და 12 მილიონი კრედიტი გამოუყვეს, ხელისუფლებამ წაიღო ფული, ხოლო „კონსტანტა ბანკი" „თი ბი სი" ბანკმა წაიღო" - აცხადება ქოქოლაძე
მისი თქმით, ასე იყო თამაზ ელიზბარაშვილის შემთხვევაშიც.
„პატიმარ კაცს 6 მილიონი გამოუყვეს კრედიტი, რომელიც პირდაპირ ნაციონალურმა რეჟიმმა წაიღო. ანალოგიური შემთხვევები ბევრია. ეს ისეთი შემთხვევებია, რომლის უარყოფა ძალიან ძნელია, არსებობს მტკიცებულებები და იმის მტკიცება, იყო თუ არა „თი ბი სი" ბანკი ნაციონალურ რეჟიმთან, ერთმნიშვნელოვანია" - აცხადებს ქოქოლაძე.