„17 მილიონის ოფშორში გადაქაჩვით, ბიუჯეტმა 3,4 მილიონი დოლარი იზარალა " - აცხადება ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე „პრაიმ-ტაიმთან" ინტერვიუში. ელიტ-ელექტრონიკქსის" დამფუძნებელი „თიბისი ბანკის" ირგვლივ აგორებულ სკანდალს ეხმიანება.
მისი თქმით, აშკარად ჩანს, რომ ეს გარიგება სხვა აქციონერებისგან ფარულად მოხდა შესაბამისად დაზარალდებოდნენ აქციონერები, ამავდროულად, დაზარალდა ბიუჯეტიც.
„ნებისმიერი ბანკის ფული შედგება აქციონერებისა და მეანაბრეთა თანხებისგან და როდესაც დაუსაბუთებელი, მფლანგველური კრედიტები გაიცემა, ორივე აქტორი დგება დარტყმის ქვეშ. „თი ბი სი"-ს შემთხვევაში, აშკარად ჩანს, რომ სხვა აქციონერებისგან ფარულად მოხდა ეს გარიგება, შესაბამისად დაზარალდებოდნენ აქციონერები, ამავდროულად, დაზარალდა ბიუჯეტიც, რადგან ეს ამოუღებელი 17 მილიონი გადაქაჩეს ოფშორში, ხოლო ბანკმა ჩამოწერა ეს თანხა, შესაბამისად მოგების გადასახადის სახით, ანუ ამ თანხის 20%-ით, 3,4 მილიონ დოლარით დაზარალდა ბიუჯეტი" - აცხადებს ქოქოლაძე.
მისი თქმით, იმაზე მანიპულირება, რომ თიბისი ბანკი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს, და თუ მისი რომელიმე აქციონერის მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ეკონომიკას საფრთხეში ვაგდებთ - არასწორია.
„ ამით ბანკს საფრთხე არ შეექმნება, თანაც თუ დააკვირდებით, ბანკის დანარჩენი 79%-ის მფლობელ არცერთ აქციონერს არ გამოუხატავს პრეტენზია, რადგანაც ამ სქემებით პირველ რიგში თვითონაც არიან დაზარალებული. ქვეყანაში არ უნდა იყვნენ ხელშეუხებელი ადამიანები. ნაციონალური რეჟიმთან ერთად ხაზარაძეს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი და ასეულობით ადამიანს უკანონოდ წაართვა ქონება, რა პასუხს ვაძლევთ მათ? „ - აცხადებს ქოქოლაძე.