ღუმელში შემწვარი დამარინადებული ხორცი-საიმპერატორო

ღუმელში შემწვარი დამარინადებული ხორცი-საიმპერატორო

ეს მართლაც საიმპერატოროდ მომზადებული კერძი თქვენი სადღესასწაულო სუფრის ნამდვილი მშვენება იქნება.

ამ რეცეპტში ჩვენ საქონლის ხორცს გამოვიყენებთ, თუმცა შეგიძლიათ, თქვენი სურვილისამებრ მოამზადოთ, რომელი სახეობის ხორცითაც მოგესურვებათ.

ინგრედიენტები:

საქონლის ხორცი - 800 გ

სოიოს სოუსი - 100 მლ

დიდი ხახვი - 1 თავი

ზეთი - 2 ს/კ

ღვინის ძმარი - 1 ს/კ

თაფლი - 1 ს/კ

კამა - მოსართავად

მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესები

პირველ ეტაპზე გარეცხეთ ხორცი და გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით. შემდეგ დაჭერით კუბიკებად.

ახლა მოამზადეთ მარინადი. ამისათვის სოიოს სოუსს შეურიეთ ღვინის ძმარი, ზეთი, თაფლი, მარილი და პილპილი.

ამის შემდეგ ჩააწყვეთ მომზადებულ მარინადში საქონლის ხორცი და გააჩერეთ მინიმუმ 1 საათი.

დაჭერით ხახვი ალყა-ალყა, ღუმელის გამოსაცხობ ტაფაზე დააფინეთ ფოლგა და დაალწყვეთ მის მთელ ზედაპირზე ხახვის რგოლები, ზემოდან მოაწყვეთ დამარინადებული ხორცი, დააფარეთ ფოლგა და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1,5 საათით.