"ვნანობ, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან არ გავაძევე"

"საქართველოში არ მიშვებენ, რადგან ხელისუფლებას ჩემი ეშინია. მე არც ლტოლვილი ვარ და არც პოლიტემიგრანტი. მე მზად ვარ უკრაინელ და ქართველ სამართალდამცველებს შევხვდე, მაგრამ საჯაროდ, პროჟექტორების შუქზე, საზოგადოების წინაშე", - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აკეთებს.

"როცა მე კიევში ბორკილები დამადეს და გამიტაცეს, პეტრო პოროშენკომ საქართველოს ხელისუფლებას უთხრა, რომ გადმოგცემთო, მაგრამ თბილისმა უარი თქვა ჩემს მიღებაზე, შეეშინდათ. პოლონეთის ხელისუფლებამ შემომთავაზა, პოლიტიკურ თავშესაფარს მოგცემთო, მაგრამ უარი ვთქვი. პარადოქსული ვითარებაა: საქართველოს ხელისუფლება მასამართლებს, მაგრამ არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩავიდე და ციხეში ჩავჯდე. საერთოდ კი, თუ დამიჭერენ და ციხეში ჩამსვამენ, ხელისუფლება 72 საათში დაემხობა", - აცხადებს სააკაშვილი ინტერნეტ-ტელევიზიის «TV Krym - Критичне мислення»-ს ხელმძღვანელ ვლადიმერ ფედორინისთან.

კითხვაზე, "ხომ არ ნანობთ იმას, რომ თავის დროზე (პრეზიდენტობის პერიოდში), ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან რომ არ გააძევეთო", მიხეილ სააკაშვილი პასუხობს:

"დიახ, ვნანობ. ერთმნიშვნელოვნად. მასთან, ოლიგარქთან, ცერემონიები და ლოიალობა საჭირო არ იყო. მეორე მხრივ, იცით, მინდოდა საზოგადოებას დაენახა, თუ რას გააკეთებდა იგი ხალხისათვის. მან ხელში ჩაიგდო ბიუჯეტის ფული და ამ ფულთან დაკავშირებული სქემები. ბიძინა ივანიშვილმა თავისი მოქმედებით საქართველო ადრინდელ [2003 წლის დროინდელ] მდგომარეობას დაუბრუნა", - დასძენს სააკაშვილი.

dima შენი ბოზი დედა რომ მოვტყან,ჯერ კარგად ხსნიდი ბიძინას აშენებულ-გარემონტებულ შენობებს,მისი ფულით აცმევდი ჯარს,პოლიციას ,ხელფასებს ურიგებდი,მერ,ე როცა დაგიპირისპირდა მოქალაქეობა ჩამოართვი,ბანკს გაკოტრება დაუპირე, პირდაპირ გაძარცვე ინკასატორის მანქანა,მეტი რაღა უნდა გექნა-ხომ არ დახვრიტავდი?!
6 წლის უკან