"არ მინდა შევაშინო ბატონი ხაზარაძე და ჯაფარიძე, მაგრამ ყოველდღე უნდა ელოდონ დაპატიმრებას"

არ მინდა შევაშინო ბატონი ხაზარაძე და ჯაფარიძე, მაგრამ ყოველდღე უნდა ელოდონ დაპატიმრებას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ „თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

ოპოზიციის ლიდერი არ გამორიცხავს პროცესების ისეთ განვითარებას, რომელსაც შემდეგ უკვე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაპატიმრებაც კი მოჰყეს.

"არ მინდა შევაშინო ბატონი ხაზარაძე და ჯაფარიძე, მაგრამ ისინი ყოველდღე უნდა ელოდონ დაპტიმრებას - ყოველდღე. ეს ბუნებრივია, უარყოფითად აისახება ყველა თანამშრომელზე. წარმოიდგინეთ, ანაბრების 80% ინახება „თიბისი ბანკსა" და "საქართველის ბანკში". არც რაიმე სურვილი გაუჩნდება საქართველოს მოქალაქესაც, რომ „თიბისი ბანკში" შეიტანოს ანაბარი, წავა და "საქართელოს ბანკში" შეიტანს. წარმოიდგინეთ, რას ფიქრობს ამ დროს საერთაშორისო ინვესტორი," - განაცხადა ნიკა მელიამ.