კობა დავითაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

კობა დავითაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

კობა დავითაშვილი მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნები მიიღებს მონაწილეობას.

დავითაშვილის თქმით, ღიად უპირისპირდება „ქართულ ოცნებას", „ნაციონალურ მოძრაობას" და პოლიტიკაში ახალი კონსერვატიული ძალების მოყვანას შეუწყობს ხელს.

დავითაშვილი ამბობს, რომ 2019 წლის შუალედურ არჩევნებში კენჭის იყრის როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, რადგან "ქართული ოცნების" მიერ გაცნობიერებულმა თუ გაუცნობიერებლობით გადადგმული ნაბიჯები შესაძლებელს ხდის ქავეყანის სათავეში „ნაციონალურო მოძრაობა" დაბრუნდეს, რაც მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

მთაწმინდის ოლქში, რომლის მაჟორიტარიც სალომე ზურაბიშვილი იყო, პარლამენტის შუალედური არჩევნები 2019 წლის მაისში გაიმართება.