რომის აეროპორტიდან ხანძრის გამო ევაკუაცია განხორციელდა

რომის აეროპორტიდან ხანძრის გამო ევაკუაცია განხორციელდა

რომში ჩამპინოს აეროპორტი დროებით დაიხურა. ამის მიზეზი შენობაში გაჩენილი ხანძარი გახდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, აეროპორტიდან ყველა მგზავრისა და აეროპორტის პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.