რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა ჩრდილოეთ კორეაში, იემენში, მიანმარში, სირიაში და ლიბიაში არსებული სიტუაციის თანაბარია. ამის შესახებ საუბარია ევროკავშირის საბჭოს მოხსენებაში.
საუბარი ეხება წამებისა და სხვა ღირსებს შემლახველი ზომების გამოყენებას სახელისუფლებო თუ არასახელისუფლებო ორგანიზაციების მხრიდან“ ადამიანების გატაცება, არასამართლებრივი ანგარიშსწორება. განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია ბერუნდის, ჩეჩნეთის (რუსეთის ფედერაცია), რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის, რუსეთის მიერ ოკუპირებული აღმოსავლეთ უკრაინის, ჩრდილოეთ კორეის, ლიბიის, მიანმარის, პაკისტანის, იემენის და სხვა ქვეყნების მდგომარეობამ.
ისეთ ქვეყნებს შორის, სადაც შეზღუდულია სიტყვის, სინდისის, შეკრების თავისუფლება ასევე არის ჟურნალისტების საქიანობის ხელის შეშლა დასახელდა რუსეთი, სუდანი, ბელარუსი, ბანგლადეში, თურქეთი და ვენესუელა.