"კურიერი" იმ წერილს აქვეყნებს, რომელიც მათი ინფორმაციით, "თიბისი" ბანკის 7000-მა თანამშრომელმა გუშინ, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრიფინგამდე 1 საათით ადრე ელექტრონული შეტყობინების სახით მიიღო.
წერილის ავტორი მამუკა ხაზარაძეა. ხაზარაძე "თიბისი" ბანკის გარშემო დაწყებულ კამპანიას პოლიტიკას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ უპრეცენდენტო შემოტევა და ორკესტრირებული თავდასხმა სწორედ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ხორციელდება.
"მეგობრებო, თიბისელებო. ჩვენ ბიზნეს ისტორიის 29 წლის განმავლობაში ვიმყოფებით უპრეცედენტო შემოტევებისა და წნეხის ქვეშ სახელმწიფო უწყებების მხრიდან. ეს არის ორკესტრირებული თავდასხმა, რომლის მიზანია, ჩამოგვაშორონ მე და ბადრი ჩვენს საკუთარ საქმეს, რომელსაც 27 წელი შევწირეთ თქვენთან ერთად. ასევე, ჩვენ და ბანკს დაგვაბრალონ ყველაზე საშინელი დანაშაული, ფულის გათეთრება და შემდეგ დაეპატრონონ ბანკს.
ამას ვერ დავუშვებთ! ჩვენი გუნდი არის წარმატების მაგალითი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ ერთად შევქმენით ეს უნიკალური კულტურის, ურთიერთობებისა და ტრადიციების მქონე პროფესიონალთა გუნდი, დღეს ამ გუნდის გახლეჩვა და დაშლა უნდათ.
ამას ვერ დავუშვებთ! დღეს, როგორც არასდროს, ერთად დგომა არის გადარჩენის ერთადერთი შანსი, ბრძოლა არ იქნება ხანმოკლე. სჭირდება გამძლეობა და სიმამაცე. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ უთანასწორო და უსამართლო ომში. ჩვენ ვიბრძლებთ! ჩვენ გავიმარჯვებთ!"