მამუკა მდინარაძე ეკა ბესელიას – თუ ვამბობთ, რომ კანონპროექტი კონსტიტუციას არ შეესაბამება, არ უნდა მივიღოთ

მამუკა მდინარაძე ეკა ბესელიას – თუ ვამბობთ, რომ კანონპროექტი კონსტიტუციას არ შეესაბამება, არ უნდა მივიღოთ

დამატებითი არგუმენტი, რომ კანონპროექტი განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლომ, დამღუპველია, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადების საპასუხოდ განაცხადა. ეკა ბესელია ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ პლენარულ სხდომაზე მისი კანონპროექტი მხარდაჭერას ვერ მიიღებს, ის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

„ჩვენ თუ გვექნება ასეთი მიდგომა, რომ მოდით ახლა კანონები, კონსტიტუცია გადავდოთ გვერდზე, ეს არ არის მნიშვნელოვანი და სხვა საკითხებზე გვაქვს საუბარი, ასეთი არგუმენტაცია ზოგადად არ შეიძლება. თუ ვამბობთ და ვთანხმდებით, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება კონსტიტუციას, მაშინ ასეთი კანონპროექტი არ უნდა მივიღოთ და დამატებითი არგუმენტი, რომ ეს განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დამღუპველია. მაშინ ამ ლოგიკით პარლამენტს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი არაკონსტიტუციური კანონპროექტი და მერე იმსჯელოს საკონსტიტუციო სასამართლომ. ასეთი მიდგომები მიუღებელია”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 9 დეპუტატის მიერ ხელმოწერილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.