ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელიც გადაცემა “კვირის აქცენტები”-ს წამყვანების მიერ, თიბისი ბანკის საქმეზე გაკეთებულ შეფასებებს ეხება.
“ვუყურე და ვუსმინე, ამ ვითომ ინტელექტუალურ პროვოკატორებს: როგორ ვერ მალავენ და როგორ უნდათ, რომ ვერ მორიგდეს ბიზნესი და ხელისუფლება? ვერ მალავენ სურვილს, აირიოს ყველაფერი და აქედან იქნებ რამე სარგებელი ნახონ.
ჩვენს ისტორიას შევახსენებ ნაპროკურორალს, რა მეთოდებით გაგვანადგურეს, რამდენი კაცი დაიჭირეს და რანაირად გადაწვეს ყველაფერი. რა მეთოდებით ართმევდნენ მათთვის სასურველ ჩვენებებს კომპანიის თანამშრომლებს. ახლა გამოდიან პერმანენტულად, ექსპერტობენ და ჭკუას გვასწავლიან იმის მაგივრად, რომ სადმე ისეთ ადგილას იყვნენ,იქით რომ ვასწავლიდეთ და “ვასწორებდეთ” მაგათ . მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანობასთან ისევ ძალიან შორს ვართ, თუ წარმოგიდგენიათ სად ვიყავით მაშინ და რამხელა პროგრესია მათ დროსთან შედარებით.
ისე კი ვებრძოლე ხმალამოღებით და ჩემი ნებით არ დავუთმე არაფერი, მაგრამ რა მივიღეთ იმ ყველარის ნაცვლად? ისტორია? რომელსაც არავითარი ფასი არა აქვს დღეს! ნეტა ვის, რაში აინტერესბს შენი ისტორია და რა გაგვიკეთებია.
არადა ჩვენი ამბავი საკმარისი იყო მთელი მაშინდელი ხელისუფლების გასასამართლებლად ამ “პროფესორ” ნაპროკურალ, მრავალნამინისტრალის ჩათვლით.
ქვეყანაში ბევრი რამეა გასაუმჯობესებელი და გასაკეთებელი ,მაგრამ არა ამ “ნანაცარების” ხელით.”– წერს ქიბარ ხალვაში.