"მთავარი მიზანია, კობაური გაუპატიურებისა და მკვლელობის კუთხით გამართლდეს" - ადვოკატი


რეზონანსი
18.02.2019
(რეზონანსი) სმი­ტე­ბის ოჯა­ხის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე უკვე 14-დან 12 ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლია შერ­ჩე­უ­ლი, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სმი­ტე­ბის ოჯა­ხის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მალ­ხაზ კო­ბა­უ­რის ად­ვო­კატ­მა, ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მარ­ტის პირ­ველ რი­ცხვებ­ში და­ი­წყე­ბა.

„თით­ქმის და­ვას­რუ­ლეთ ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის შერ­ჩე­ვა, 14 ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლი­დან შე­ვარ­ჩი­ეთ 12, თუმ­ცა ვა­პი­რებთ, რომ კი­დევ 3 ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლი შე­ვარ­ჩი­ოთ, ვი­ნა­ი­დან ერთ-ერთ შერ­ჩე­ულ ნა­ფიც მსა­ჯულს ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, და გვსურს თავი და­ვი­ზღვი­ოთ. ეს რთუ­ლი პრო­ცე­სია. და­ახ­ლო­ე­ბით 1000 კაცი იყო და­ბა­რე­ბუ­ლი გა­სა­უბ­რე­ბა­ზე და აქე­დან მხო­ლოდ 12 შე­ვარ­ჩი­ეთ. სა­სა­მარ­თლო­ზე მსჯე­ლო­ბა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, წავა იმა­ზეც, თუ რა­ტომ არ შე­ა­ტყო­ბი­ნა მან პო­ლი­ცი­ას, ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს ამა­ზეც მო­უ­წევთ მსჯე­ლო­ბა. დაც­ვის მხა­რის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, რომ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის და მკვლე­ლო­ბის კუ­თხით იყოს გა­მარ­თლე­ბუ­ლი.

აშშ-ს სა­კონ­სუ­ლომ გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს და­ეს­წროს, რაც ძა­ლი­ან კარ­გია. ეს იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ მათ სჯე­რათ ჩვე­ნი არ­გუ­მენ­ტე­ბის. მე მი­ვი­ღე სა­კონ­სუ­ლოს­გან თან­ხმო­ბა და სა­ვა­რა­უ­დოდ აპ­რილ­ში გა­ვემ­გზავ­რე­ბი აშშ-ში. მე რა­ი­ან სმი­ტის ძმას ვე­სა­უბ­რე და ის მზად არის შემ­ხვდეს", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ი­ძემ.