"ხაზარაძე როგორც მოიქცევა, ისე იქნება მისი ბანკიც" – რაზე მიანიშნა წულუკიანმა?

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანმა წულუკიანის განცხადებით, დღეს „თიბისი ბანკის" მიმართ კითხვა არ ისმის, კითხვა ისმის კონკრეტული ხელმძღვანელების სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე.

„არ მგონია, რომ ბანკისადმი ისმოდეს კითხვა. კითხვა ისმის კონკრეტული ხელმძღვანელების სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე, რომლის მიმღები პირებიც ზრდასრული, კომპეტენტური და საკმაოდ მნიშვნელოვანი წარსულის მქონე ადამიანები არიან. ისინი ალბათ არ იზამენ ისე, რომ თუ მათ შეექმნათ პრობლემა, გადაიყოლონ ინსტიტუტიც, იმედი მაქვს, ასე არ მოხდება. ეროვნული ბანკის მხრიდან ვხედავთ, რომ მისი მიზანი ეს არ არის. პირიქით, ეროვნული ბანკის მიზანია, რომ ყველა საბანკო ინსტიტუტი დაცული იყოს და გამართულად აგრძელებდეს მუშაობას. ამიტომ ბურთიც და მოედანიც მისია, ვგულისხმობ მამუკა ხაზარაძეს, როგორც თავად მოიქცევა, ისე იქნება მისი ბანკიც. ის, რომ კითხვა არ დამისვათ, რადგან დიდი ბანკირი ვარ, მგონია, არასწორია", – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, როგორც წულუკიანი აცხადებს, თუ მამუკა ხაზარაძეს დღეს პოლიტიკაში შემოსვლა სურს, ამას არავინ უკრძალავს. „მე არ შემიმჩნევია, რომ ეს არის თითქოს მისი მიზანი", - აღნიშნა წულუკიანმა.