საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს, 30 სექტემბერს, ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციის წევრებმა ავტოკოლონებით გორის ქუჩებში მარში მოაწყეს. ამ ხმაურიან აქციას კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები გიგი გოჩაშვილი ხელმძღვანელობდა. გიგი გოჩაშვილი 2012 წლის 12 ივლისს დევნილთა ჩასახლებაში კოალიცია ,,ქართული ოცნების” ლიდერების შეხვედრის ჩაშლაში აქტიურობდა. როგორც ცნობილია, ამ დღეს აქტივისტებს ქვები დაუშინეს, ხოლო ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ვიდეოზე დააფიქსირა, რომ კოლონას ახალგაზრდების ერთი ჯგუფი ,,ქართული ოცნების” საარჩევნო 41-ე ნომრით შეეგება. აღნიშნული პირების უსაფრთხოების მიზნით, მათი სახეები დავფარეთ.