“ფულის გათეთრების საქმეს კატეგორიულად უარვყოფთ

“ფულის გათეთრების საქმეს კატეგორიულად უარვყოფთ"

„თიბისი ბანკის" საქმე - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

მამუკა ხაზარაძემ პრესკონფერენციის ფარგლებში განაცხადა, რომ ბანკი მზად არის მიუხედავად არსებული ვითარებისა ეროვნულ ბანკთან ერთად იმუშაოს იმ გზების მოძებვნაზე რომელიც აღნიშნული სიტუაციიდან გამოსვლის გზა იქნება:

„ვართ ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ერთიანი გუნდი, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ პატივს ვცემთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს, ჩვენს ღირებულებებს წარნმაოდგენს გამჭვირვალობა, პატიოსნება და კანონმორჩილება, თიბისი ბანკმა გაასაჩივრა 11 წლის წინაანდელ საქმეზე გამოტანილი რეგულატორის ყველა გადაწყვეტიელბა, მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ დიალოგის რეჟიმში განვაგრძოთ მუშაობა ეროვნულ ბანკთან ერთად, რათა ვიპოვოთ გზები აღნიშნული სიტუაციიდან გამოსასვლელად", - განაცხადა ხაზარაძემ.

რაც შეეხება გმოძიებას და ფულის გათეთრების ქეისს, ხაზარაძის განცხადებით, აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფენ:

„კატეგორიულად უარვყოფთ ასეთი ფაქტის არსებობას, ჩვენს მიერ გადაცემულია ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც ცხადყოფს ასეთი დანაშაულის არარსებობსას" - დასძინა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, დასკვნა იმის შესახებ რომ 11 წლის წინანდელ საკითხს, რომელსაც ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ედავებიან, ფულის გათეთრებასთან არავითარი კავშრი არ აქვს, ადასტურებს საერთაშრისო გავლენიანი იურიდიული კომპანია:

„უკვე ამ ფაქტის გარშემო ყველა მასალა გადაგზავნილია ჩვენს პარტნიორებთან, მზად არის საერთაშორისო იურიდიული ფირმის დასკვნა, რომელიც საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ამ საქმეს ფულის გათეთრებასთან კავშირი არ აქვს, მზად ვართ ინფორმაცია ამის შესახებ გავუზიაროთ ყველა დაინტერესებულ მხარეს

ასევე მზად ვართ, რომ საზოაგდოების ინტერესებიდან გამოდმინარე არჩეულ იქნეს იურიდიული კომპანიები, NGO-ები, საბჭოს წარმომადგენლები, რომლებსაც ჩვენ გადავცემთ ნებისმიერ ინფორმაციას, იმ საკითხებზე რაზედაც თქვენც შეგაწუხეთ და ჩვენც შეგვაწუხეთ", - განაცხადა ხაზარაძემ.