მედია: ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის რაკეტების შესახებ დაუჯერა პუტინს და არა მის სპეცსამსახურებს

მედია: ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის რაკეტების შესახებ დაუჯერა პუტინს და არა მის სპეცსამსახურებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სპეცსამსახურებს არ დაუჯერა, რომ ჩრდილოეთ კორეას აქვს რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ ამერიკის კონტინენტს დაარტყას. ამის შესახებ FBI-ის ხელმძღვანელის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა ენრდიუ მაკეიბმა CBS-სთან ინტერვიუში ილაპარაკა.

მისი თქმით, ერთ-ერთ ბრიფინგზე სპეცსამსახურების თანამშრომლებმა პრეზიდენტს კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების შესახებ აცნობეს. მაკეიბი ამბობს, რომ ტრამპმა სპეცსამსახურებს არ დაუჯერა, რადგან „პრეზიდენტმა პუტინმა მას უთხრა, რომ ჩრდილოკორეელებს ასეთი რაკეტები არ აქვთ“.

„ჩემთვის სულერთია. მე მჯერა პუტინის“, - თქვა მეიკიბის თქმით, დონალდ ტრამპმა.

გასული წლის აგვისტოს დასაწყისში დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, 6 თვის საგამოძიებო სამუშაოების დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ პროგრამას აგრძელებს, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს არღვევს.

ივლისის ბოლოს აშშ-ს დაზვერვაც ირწმუნებოდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი რაკეტების წარმოება განაახლა. თანამგზავრიდან გადაღებულ მასალაში ჩანს, რომ ფხენიანის მახლობლად მდებარე კვლევით ცენტრში, სადაც პირველი ბალისტიკური რაკეტები შეიქმნა, ახლაც მუშაობენ, ერთ, ან ორ ბალისტიკურ რაკეტაზე.