პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ იერუსალმში ვიშეგრადული ოთხეულის შეხვედრაზე დასასწრებად წასვლაზე უარი განაცხადა, ამის მიზეზი კი ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ გაკეთებული განცხადებაა. ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ჰოლოკოსტში პოლონელებიც მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური ტელევიზია ავრცელებს.
ვიშეგრადული ჯგუფის სამიტი პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერმინისტრების მონაწილეობით 19 თებერვალს იერუსალიმშია დაგეგმილი.
პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, იერუსალიმში შეხვედრას ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დაესწრება.
Jerusalem Post-მა რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ ვარშავაში ვიზიტის დროს ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ პოლონელები ნაცისტებთან ერთად მონაწილეობდნენ ჰოლოკოსტში. მოგვიანებით ისრაელის ხელისუფლებამ განმარტა, რომ მათი პრემიერის ციტატა არასწორად იქნა გაგებული.