"მარგველაშვილი აპირებდა დეკანოზ მამალაძის შეწყალებას, თუმცა..." - მეუფე დანიელის სკანდალური განცხადება

საჩხერე-ჭიათურის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება პრეზიდენტს სურდა და ამის წინააღმდეგი არც საპატრიარქო იყო, თუმცა შეწყალების უფლება გიორგი მარგველაშვილს ხელისუფლებამ არ მისცა.

„ჩემი პოზიცია და ეკლესიის პოზიცია ასეთია, რომ როდესაც წინა პრეზიდენტი აპირებდა ამ შეწყალებას, ეკლესია მზად იყო და, რასაკვირველია, მიესალმებოდა და ახლაც იგივე პოზიციაზე დგას ეკლესია, თუ ეს მოხერხდება ეკლესია ამის წინააღმდეგი არ იქნება. პირიქით, ეკლესია არის ის, ვინც ამ შეწყალებაში მონაწილეობს. აპირებდა შეწყალებას და, მე როგორც ვიცი, ითხოვა და ხელისუფლებამ თავი შეიკავა", - განაცხადა მეუფემ.