საპატრიარქოსთან მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ოჯახის წევრების მიერ ორგანიზებულ პროტესტს საზოგადოების გარკვეული ნაწილიც შეუერთდა. “ნუ მოკლავ მღვდელს” “თავისუფლება მამა გიორგის” შეკრებილი საზოგადოება ამ შინაარსის ბანერებით გამოხატავს საკუთარ პოზიციას, ისინი მოითხოვენ უკანონოდ დაპატიმრებული სასულიერო პირის გათავისულებას.
“მინდა მივმართო საქართველოს მოსახლეობას, ვისაც გულთან ახლოს მიაქვს და მიაჩნია, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა, უსამართლოდ ცოცხალი ადამიანი იღუპება, ვთხოვ, საპატრიარქოსთან მოვიდეს და უდანაშაულო პატიმარს მხარი დაუჭიროს,” – განაცხადა დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ.
შეგახსენებთ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს გადაიყვანეს.