„საქართველოს უახლოეს ისტორიაში შეიქმნება პრეცედენტი, რომ არჩევნების გზით მოხდება ხელისუფლების ჩანაცვლება“ - ეს განცხადება ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერმა საერთაშორისო დამკვირვებლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ დამკვირვებლები საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ კარგად არიან ინფორმირებული. მისივე თქმით, შეხვედრის მონაწილეებს არ შეპარვიათ ეჭვი მის პოზიციაში, რომ თუ საერთაშორისო დამკვირვებლები აღიარებენ არჩევნებს, "ქართული ოცნებაც" აღიარებს. "კიდევ ერთხელ მინდა ხალხს ვუთხრა, რომ ის, რაც ადრე ხდებოდა, აღარ მოხდება. დღეს განსხვავებული რეალობაა და ჩვენი პოზიციაც პრინციპულია. მოდით არჩევნებზე და გარწმუნებთ, ყველაფერი კარგად იქნება" - დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.