ქვეყანაში უნდა არსებობდეს ბანკი, რომელსაც ექნება ადამიანური პროცენტები და არ იყაჩაღებს

ქვეყანაში უნდა არსებობდეს ბანკი, რომელსაც ექნება ადამიანური პროცენტები და არ იყაჩაღებს

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელის საშუალებით “თი ბი სი” ბაკნის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.

“აუცილებლად უნდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია ამ თემაზე! – გარკვეული ადამიანები წერენ, რომ თუკი გვაქვს გარკვეული ქონება შეძენილი “თი-ბი-სი” ბანკის “დახმარებით”, ანუ მათგან აღებული სესხით, იპოთეკით და ა.შ. ელემენტარულად მადლობა უნდა ვუთხრათ ამ ბანკს და არ ვლანძღოთ! რადგან პროცენტი კი მაღალია, როგორ ყველა სხვა ქართულ ბანკში, მაგრამ მაინც, ჩვენ ეს ქონება არ  გვექნებოდა, რომ არა “თი-ბი-სი” ბანკი…

არ მესმის ასეთი აზროვნება და რა ვქნა?

მე აი ასე ვფიქრობ:- ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა ხდება “თი-ბი-სი”-ს გარშემო ეგ სულ სხვა საკითხია. ისე კი მე “მადლობას” ვერც ერთ ბანკს ვერ ვეტყვი. კი, მეც მაქვს გარკვეული უძრავი ქონება “თი-ბი-სი ბანკის” “წყალობით” მაგრამ ეს უფრო ჩემი მხრიდან იძულებითი ნაბიჯია, ვიდრე “სამადლობელი”.  უნდა არსებობდეს ქვეყანაში ბანკი, რომელსაც ექნება ადამიანური პროცენტები და არ იყაჩაღებს. და მე რომ იძულებით მივდივარ ერთ ყაჩაღთან დახმარების სათხოვნელად, იმიტომ, რომ მეორეც ყაჩაღია და მესამეც და სხვა გზა არ მაქვს და ეს მანაც იცის და თავხედურად მაყაჩაღებს, ეს სულაც არ მაყენებს “მადლობის” ხასიათზე… უბრალოდ, მხოლოდ ცივი და ძალიან საქმიანი ურთიერთობა – ესაა ჩემი განწყობა რეალურად! მადლობას იმას ვეტყვი, ვინც ადამიანური პროცენტით მომცემს სესხს და ყელში ხელებს არ წამიჭერს! ასე ვფიქრობ და რას იტყვით – ვცდები? რატომ უნდა ვუთხრა მადლობა იმას, ვინც დავუშვათ 30 ათასი ლარი მასესხა და 10 წლის განმავლობაში 100 ათას ლარს მართმევს? ამიხსენით გთხოვთ!”-წერს ბაკურ სვანიძე.

trampi “მადლობას” ვერც ერთ ბანკს ვერ ვეტყვი. კი, მეც მაქვს გარკვეული უძრავი ქონება “თი-ბი-სი ბანკის” “წყალობით” მაგრამ ეს უფრო ჩემი მხრიდან იძულებითი ნაბიჯია, ვიდრე “სამადლობელი”. უნდა არსებობდეს ქვეყანაში ბანკი, რომელსაც ექნება ადამიანური პროცენტები და არ იყაჩაღებს. და მე რომ იძულებით მივდივარ ერთ ყაჩაღთან დახმარების სათხოვნელად, იმიტომ, რომ მეორეც ყაჩაღია და მესამეც და სხვა გზა არ მაქვს და ეს მანაც იცის და თავხედურად მაყაჩაღებს, ეს სულაც არ მაყენებს “მადლობის” ხასიათზე… უბრალოდ, მხოლოდ ცივი და ძალიან საქმიანი ურთიერთობა – ესაა ჩემი განწყობა რეალურად! მადლობას იმას ვეტყვი, ვინც ადამიანური პროცენტით მომცემს სესხს და ყელში ხელებს არ წამიჭერს! ასე ვფიქრობ და რას იტყვით – ვცდები? რატომ უნდა ვუთხრა მადლობა იმას, ვინც დავუშვათ 30 ათასი ლარი მასესხა და 10 წლის განმავლობაში 100 ათას ლარს მართმევს? ამიხსენით გთხოვთ!”-წერს ბაკურ სვანიძე.
6 წლის უკან