არანაირი ინტერესი არ მაქვს ხაზარაძის, მაგრამ …

არანაირი ინტერესი არ მაქვს ხაზარაძის, მაგრამ …

ბლოგერი გელა კურტანიძე სოციალური ქსელის საშუალებით “თიბისი” ბანკის ირგვლივ განვიტარებულ მოვლენებს ეხმაურება და შესაბამის პოსტს აზიარებს.

“გუშინ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ბორის ჯონსონის დამ, რეიჩელ ჯონსონმა, ინგლისის ევროკავშირიდან გამოსვლისადმი პროტესტის ნიშნად Sky News – ის პირდაპირ ეთერში ტანსაცმელი გაიხადა და გაშიშვლდა. ცოტა ხნის წინ იგივე გააკეთა პირდაპირ ეთერში კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა ვიქტორია ბეიტმანმა… გუშინ ვახო სანაიასთან ნინო ჯანგირაშვილი იყო ეთერში, ხო, ის ნინო, საკუთარი ტელევიზია რომ აქვს, არავინ რომ აღარ უყურებს აქუს პადიეზდის მეზობლების გარდა და სხვის ტელევიზიებში რომ დარბის გამოსაჩენად და იმისთანები იკადრა, მართალი გითხრათ შემეშინდა, ემანდ, რეიჩელს და ვიქტორიას არ მიბაძოს, ბავშვების ტელევიზორიდან მოშორება მაინც მოასწრონ მშობლებმა მეთქი… და მერე დავფიქრდი, ან რა პატივისცემა უნდა გქონდეს მიღებული, ან რას უნდა ელოდო ეგეთს მამუკა ხაზარაძიდან, ბაიბურში რომ არ ხარ, იმ საქმეში მატროსოვივით მკერდით გადაეფარო ბიზნესმენს პროკურატურის, ეროვნული ბანკის, თუნდაც ბიძინასგან დასაცავად. რატი ამაღლობელისგან არც გამკვირვებია, პრემია ,, საბა,, მამუკას დაფუძნებულია, კარგი საქმეა და რატიც მაქედან ირჩენს ალბათ თავს, ღმერთმა შეარგოს, მე იმათგან მიკვირს, ვინც არც მაგ საქმის იცის არაფერი , არც ბიძინა – კვირიკაშვილ – ხაზარაძის მოლაპარაკება – შეთანხმებების და ერთმანეთისთვის მიცემული გარანტიების და მაინც შორსმიმავალ დასკვნებს აკეთებენ. ბიძინას უნდა მამუკას ანაკლიის პორტი წაართვასო, და მაშინ, რატომ მისცა თავის დროზე, იკითხა ვინმემ ?… ძველია ეგ საქმე და თუ პოლიტიკური შემადგენელი და პირადი ინტერესი არა, ახლა რატომ და ვის გაახსენდაო?… ბერნარდ მეიდოფს მსოფლიოში უდიდესი საინვესტიციო კომპანიის Madoff Investment – ის დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს, 90 – იან წლებში ჩატარებული უკანონო ოპერაციებისთვის 2009 წელში 150 წლით პატიმრობა მიუსაჯეს… ბერნარდ ებერსს, ამერიკის უმსხვილესი ტელესაკომუნიკაციო კომპანიის LDDS – ის დამფუძნებელ – დირექტორს, 90 – იან წლებში ფალსიფიცირებული საფინანსო ანგარიშგებისთვის 2005 წელში 25 წლით პატიმრობა მიუსაჯეს… ალენ სტენფორდს, ამერიკის ერთ – ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ფონდის Stanford Financial Group – ის მფლობელს, გასულ საუკუნეში განხორციელებული ფინანსური მაქინაციებისთვის 2008 წელში 110 წელი მიუსაჯეს… იაპონიის უმსხვილესი ინვესტკომპანია L & G – ს პირამიდის ავტორს კაცუძუკი ნამის 20 წლის წინანდელ მაქინაციებზე 2010 წელში 76 წლის იყო, 18 წელი რომ მიუსაჯეს… ეს მხოლოდ რეზონანსული საქმეები და არ მგონია ობამას ქონოდა მეიდოფის ან სტენფორდის, მითუმეტეს იაპონიის მაშინდელ პრემიერ ნაოტო კანის კაცუძუკის ინტერესი, ორჯერ მითუმეტეს მაგათი ყველას, ბიძინას… იძიეს, იძიეს და გასროკეს ტიპები… არანაირი ინტერესი არ მაქვს ხაზარაძის, მაგრამ ორი, სამი ან ხუთი ფინანსური ზვიგენის დაპირისპირებაში მე რომ ვერც მტყუან – მართალს გავარკვევ და არც უნდა ჩავერიო, მაგდენს კი ვხვდები. ამიტომ, ისევ საქართველოში სავალუტო ფონდის წარმომადგენელ ფრანსუა პეშოს დავუჯერებ, მა­შინ, როცა ზუს­ტი დე­ტა­ლე­ბი ჩვენ­თვის უც­ნო­ბია, მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფი­ნან­სო სის­ტე­მის ზე­დამ­ხედ­ვე­ლი, თა­ვის საქ­მეს აკე­თებს, თა­ვი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ღო­ნის­ძი­ე­ბის არ­გა­ტა­რე­ბა მა­შინ, რო­დე­საც არ­სე­ბობს ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­ტა­რე­ბის იუ­რი­დი­უ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი, და­ა­ზი­ა­ნებ­და ეროვ­ნუ­ლი ბან­კის, რო­გორც სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რის ეფექ­ტი­ა­ნი ზე­დამ­ხედ­ვე­ლის მი­მართ სან­დო­ო­ბას და სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის პრაქ­ტი­კას… რას ერჩი ?…” – წერს გელა კურტანიძე.

trampi ყაჩაღი ბანკი...
ქველმოქმედებას ეწეოდაო------მისგან გაუბედურებული ხალხის ფულებით? მინიმუმ 33 % ახევდა ხალხს..
6 წლის უკან