ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერები დღეს საქართველოში ვიზიტად მყოფ IRI-ის ხელმძღვანელს და ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდნენ. ბიძინა ივანიშვილმა ამერიკელ სტუმრებს ბიზნესცენტრი დაათვალიერებინა, რის შემდეგაც საუბარი დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა. ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერებმა ამერიკელ სტუმრებთან საქართველოში წინასაარჩევნოდ არსებული გარემოზე ისაუბრეს. შეხვედრას ამერიკული მხრიდან აი-არ- აის პრეზიდენტი ლორნ კრანერი, კონგრესმენები დევიდ დრაიერი, კეი გრანგერი და აი-არ -აის ევრაზიის რეგიონალური დირექტორი სტეფან ნიქსი ესწრებოდნენ.