"ახალქალაქიდან 30 ადამიანის სია გამომიგზავნეს, რომელთაც დაოჯახება სურთ"

დეპუტატ ემზარ კვიციანის განცხადებით, ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს ოჯახების შექმნაში დაეხმარება, უკვე დაფუძნებულია.

უფრო მეტიც, დეპუტატი აცხადებს, რომ არიან როგორც დაოჯახების მსურველები, ასევე ისინი, ვისაც დახმარების სურვილი აქვთ.

"ახალქალაქიდან 30 ადამიანის სია გამომიგზავნეს, რომელთაც დაოჯახება სურთ და ამის საშუალება არ აქვთ. ასევე, მომწერა ერთმა ოჯახმა, დედამ მომწერა, რომ მისი შვილი 4 წელია შეყვარებულია და უსახსრობის გამო ცოლი ვერ მოყავსო," - აცხადებს "პალიტრანიუსის" ეთერში კვიციანი.