ნაციონალური მოძრაობის წევრები მთელი ღამის განმავლობაში მოსახლეობისთვის დასარიგებელ ფულს ანაწილებდნენ(VIDEO)

ნაციონალური მოძრაობის წევრები მთელი ღამის განმავლობაში მოსახლეობისთვის დასარიგებელ ფულს ანაწილებდნენ(VIDEO)

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში იმ შენობაში, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, ნაციონალური მოძრაობის წევრები მთელი ღამის განმავლობაში მოსახლეობისთვის დასარიგებელ ფულს ანაწილებდნენ. თემურ ტაკიძე, შოთა მგელაძე, თემურ ჯორთმენაძე, ჯამბულ ტარიელაძე, ლევან დიასამიძე და ენდერ აბულაძე ქედის მუნიციპაკიტეტის გამგეობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობენ. „ქართული ოცნებისა" და საოლქო კომისიის წევრების თქმით, მოსახლეობის მოსყიდვას სწორედ ისინი ცდილობდნენ. მათ საარჩევნო უბანზე რამდენიმე ადამიანის პირადობის მოწმობები და ამომრჩეველთა სიები აღმოაჩინეს. კოალიციის წევრები ფაქტის გამოძიებას მოითხოვენ და მერვე საარჩევნო უბანზე არსებული მდგომარეობით დაინტერესებას უმაღლეს საარჩევნო კომისიას სთხოვენ.